ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სს ინსტიტუტი და თსუ აკადემიკოს შოთა ძიძიგურის სახ. ბასკოლოგიის ცენტრი გამართავენ მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფ. რევაზ ჭანტურიას მონოგრაფიების - „ბასკური ენის ნარკვევი“ და „ბასკურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი“ ერთობლივ პრეზენტაციას.
წიგნების წარდგინება ჩატარდება ა/წ 7 ივლისს, 12-00 სთ.-ზე.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსის მუზეუმი (მეორე სართული)